გიორგი ვაშაძე: მიღწეულია შეთანხმება, 20 ივნისის შემდეგ დაკავებული ყველა ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

პოლიტიკური გაერთიანება „ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ეს შეთანხმება ორ მნიშვნელოვან დოკუმენტს მოიცავს.

„პირველ რიგში, ეს არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, რაზეც შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში, 20 ივნისის შემდეგ დაკავებული ყველა ადამიანი უნდა იყოს გათავისუფლებული, გიგი უგულავას ჩათვლით, ამაზე კონკრეტული წინადადება არის პრეზიდენტისგან, რომ ის ჩაერთოს ამ საკითხში და სალომე ზურაბიშვილმა გამოიყენოს შეწყალების უფლება და გათავისუფლდეს გიგი უგულავა.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, ეს არის საარჩევნო სისტემა, რომელიც მაქსიმალურად იქნება მიახლოებული პროპორციულთან, რაც გულისხმობს 120/30-ზე საარჩევნო სისტემას. მესამე საკითხი, ეს არის ერთპროცენტიანი ბარიერი, რომელიც იქნება ოქტომბრის არჩევნებზე“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ Facebook-ზე პირდაპირი ჩართვის დროს.

banner
წინა სტატიაშისაარჩევნო სისტემასა და პოლიტიკურ პატიმრებზე შეთანხმება შედგა-გიგა ბოკერია
შემდეგი სტატიანიკა გვარამია ამირან გამყრელიძეს ბოდიშსს უხდის