ნიგერიაში “ისლამური სახელმწიფო” აქტიურდება 

 

“ისლამური სახელმწიფოს” ტერორისტებმა ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქი რანი დაიკავეს – Reuters-ი წერს. ერთმა სამხედრო პირმა გაავრცელა, რომ ტერორისტების შეტევის დროს ქალაქიდან სამთავრობო ჯარი მოსახლეობასთან ერთად გაიქცა. საინფორმაციო სააგენტოს წყაროები ირწმუნებიან, რომ ქალაქს სრულად აკონტროლებენ “ისლამური სახელმწიფოს” ბოევიკები.
14 იანვარს ტერორისტებსა და სამხედრობს შორის ინტენსიური შეტაკება მიდიოდა – ნიგერიული Daily Post-ი წერს.
გასულ თვეს ტერორისტებმა ქალაქ “ბაგაზე” განახორციელეს თავდასხმა, თუმცა, ნიგერიის მთავრობამ ის ისევ დაიბრუნა.

banner
წინა სტატიაშიირანელებმა კოსმოსური აპარატი წარუმატებლად გაუშვეს 
შემდეგი სტატიასომხეთში “ღორის გრიპისგან” მეორე ადამიანი გარდაიცვალა