ნიდერლანდების პრემიერი მიგრანტებს: ან წესიერად მოიქეცით, ან წაბრძანდით

news
ავტ.: news იანვარი 24, 2017 02:13

ნიდერლანდების პრემიერი მიგრანტებს: ან წესიერად მოიქეცით, ან წაბრძანდით

საპარლამენტო არჩევნებამდე თვენახევრით ადრე ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რიუტტემ ხმამაღალი განცხადება გააკეთა. მან თქვა, რომ არავინ იჭერს მის ქვეყანაში იმ ხალხს, ვინც ქვეყნის ღირებულებებს არ იზიარებს.
“ან წესიერად მოიქეცით, ან წაბრძანდით” – განაცხადა რიუტტემ და დაამატა, რომ ჰოლანდიელებს არ მოსწონთ, როცა ხალხი, რომელიც თავისუფლების ძებნაში მათ ქვეყანას ესტუმრა, თავისუფლების პრინციპებს არღვევს.

ადგილობრივი პოლიტოლოგები თვლიან, რომ ასეთი მკვეთრი განცხადებით, პრემიერი საკუთარი პარტიის პოზიციების გამაგრებას ცდილობს წინასაარჩევნოდ.
წინასწარი მონაცემებით, რიუტტეს პარტია თავისუფლების პარტიის კვალდაკვალ მიდის, რომელსაც ანტიმიგრანტული პოლიტიკა აქვს.
ნიდერლანდებში საპარლამენტო არჩევნები 15 მარტს არის დანიშნული.

news
ავტ.: news იანვარი 24, 2017 02:13