ნიგერიის მთავრობამ ქვეყანაში ბავშვი-თვითმკვლელების გამოყენებაზე განაცხადა

ჩრდილო-აღმოსავლეთ ნიგერიის თვითმკვლელებმა ბავშვების გამოყენება დაიწყეს იმისათვის, რომ უშიშროების ძალების ყურადღება არ მიიქციონ – ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს და მას “საშიშ ტენდენციას” უწოდებს.
განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ორმა ქალმა, რომელთაც ზურგზე ჩვილი ბავშვები ყავდათ აკიდებული, ქალაქ მადაგალში თავდასხმა განახორციელეს. შემთხვევის შედეგად თვითონ და ოთხი მოქალაქე დაიღუპა.

ისლამისტური დაჯგუფება “ბოკო ჰარამი” ცნონილია იმით, რომ ის ქალებს და გოგონებს თვითმკვლელებად იყენებს, თუმცა, მათ მიერ პირველად მოხდა თავდასხმის მიზნით ბავშვების გამოყენება.

banner
წინა სტატიაშინიდერლანდების პრემიერი მიგრანტებს: ან წესიერად მოიქეცით, ან წაბრძანდით
შემდეგი სტატიასავჩენკომ განაცხადა, რომ უკრაინის მთავრობა ქვეყნის ნომერ მეორე მტერია