ასტანაში სირიის საკითხზე მოლაპარაკებები ურთიერთბრალდებებით დაიწყო

გაეროში სირიის საკითხში მუდმივმა წარმომადგენელმა ბაშარ ჯააფარმა, რომელიც ოფიციალური დამასკოს დელეგაციას ხელმძღვანელობს ასტანაში, განაცხადა, რომ პირველ სხდომაზე, სადაც ასადის ოპოზიციასთან მიდის მოლაპარაკებები, ისინი პროვოკაციულად იქცევიან. ის ამბობს, რომ მოჰამედ ალუში, რომელიც შეხვედრაზე ამბოხებულებს წარმოადგენს, “დიპლომატიისგან შორს” იყო და მოლაპარაკებებზე, რომელსაც ირანის, თურქეთის და რუსეთის მხარეები ესწრებოდნენ, რამდენჯერმე პროვოცირება სცადა.

ალუშმა, თავის მხრივ, თურქ სამხედროებს ბრალი დასდო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევაში. მან, ასევე, განაცხადა, რომ ამბოხებულებისათვის სამოქალაქო ომის შეწყვეტა პოლიტიკური გზებით, უპირატესი ვარიანტია, მაგრამ არა ერთადერთი. მას მეორე ამბოხებული ჯგუფის წარმომადგენელი, ოსამა აბუ ზეიდიც დაეთანხმა. “თუკი მოლაპარაკებები წარმატებული იქნება, ჩვენ უპირატესობას მას ვანიჭებთ, თუკი არ იქნება, სამწუხაროდ, ჩვენ სხვა არჩევანი არა გვაქვს იმის გარდა, რომ ომი გავაგრძელოთ” – “ფრანს პრესს” განუცხადა ზეიდმა.
შეგახსენებთ, რომ მოლაპარაკებები კვირას დაიწყო, თუმცა, მაშინ ის დახურულ კარს მიღმა მიდიოდა. ამასთანავე, მოგვიანებით, მოლაპარაკებების ვიდეო-ჩანაწერი გავრცელდა.
ჯერჯერობით, უცნობია, რამდენ დღეს გასტანს ასტანაში მიმდინარე შეხვედრა.

banner
წინა სტატიაშიტრამპმა აბორტებთან დაკავშირებული საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსება აკრძალა
შემდეგი სტატიანიდერლანდების პრემიერი მიგრანტებს: ან წესიერად მოიქეცით, ან წაბრძანდით