ნეტავ რა ჰგონია ევროკავშირს რომ ულტიმატუმით ელაპარაკება, კალთებს დაახევენ? – თინა ხიდაშელი ირაკლი კობახიძეზე

„სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელი, საქართველოს თავდაცვის ექსმინისტრი თინა ხიდაშელი მმართველი გუნდის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც დეკემბერში, კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან არაუგვიანეს 1 თვეში, მიიღებენ კონსტიტუციურ კანონს, რომლითაც 2024 წლის და მომდევნო საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით და 2%-იანი ბარიერით ჩატარდება.

„ნეტავ რა ჰგონია ევროკავშორს რომ ულტიმატუმით ელაპარაკება, კალთებს დაახევენ. ამათი სიტყვა ვინ უნდა დაიჯეროს, თან როგორ ჩამოთვალა იმის და იმის სახელითო მთლად ბიძინამ გადააგდო ამ თემაზე ყველა. მისი სიტყვაა განულებული და ფასდაკარგული.

და თუ ასეთი დარწმუნებული ხართ მანამდე სამი აბზაცი რაღატომ იტირეთ. არადა სინამდვილეში როგორ ვერაფერს სწავლობთ, ასე გაჯიუტდა სააკაშვილიც თავის დროზე და სწორედ იმ სისტემით წააგო ასე რომ ებღაუჭა და ეფერა“, – წერს თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე ცდილობს, ყველა ოპოზიციური პარტია ერთ კუთხეში მიდევნოს და დაარქვას რადიკალური ოპოზიცია – სამნიძე
შემდეგი სტატიაოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც პაპუაშვილთან შეხვედრას არ ესწრებიან, ყველაფერს გააკეთებენ, რომ ქვეყანამ არ მიიღოს სტატუსი, მათი გზაა პროცესის მაქსიმალურად ჩაშლა – კობახიძე