კობახიძე ცდილობს, ყველა ოპოზიციური პარტია ერთ კუთხეში მიდევნოს და დაარქვას რადიკალური ოპოზიცია – სამნიძე

კობახიძე ამ განცხადებით ცდილობს, ყველა ოპოზიციური პარტია, ისინიც კი, ვინც ცდილობს, ცდა არ დააკლოს 12 პუნქტის შესრულებას და კიდევ აგრძელებს შეხვედრებს „ქართულ ოცნებასთან“, ყველა ერთ კუთხეში მიდევნოს და დაარქვას რადიკალური ოპოზიცია, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მან ოპოზიციონერ კოლეგებს მოუწოდა, რომ ასეთი მიზანმიმართული განცხადების მიუხედავად, პირიქით ჩაერთონ პროცესში და მივიდნენ შალვა პაპუაშვილთან შეხვედრაზე.

„ეს განცხადება გაკეთდა მიზანმიმართულად. „ქართული ოცნების” ერთადერთი საშუალებაა, რომ პრობლემა შეექმნას ქვეყანას სტატუსის მისაღებად, ეს ოპოზიციას დაბრალდეს და ხელი გაიშვირონ ოპოზიციისკენ. სრული რადიკალიზაციაა ვითარების და ამისთვის ისინი გააკეთებენ ყველაფერს. მათთვის მოულოდნელი იყო, რომ შეხვედრაზე პარტიების ნაწილი მიდის სასაუბროდ საკუთარი დღის წესრიგით და რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ აკეთებს ყველაფერს და კობახიძე ამ განცხადებით ცდილობს, ყველა ოპოზიციური პარტია, ისინიც კი, ვინც ცდილობს, ცდა არ დააკლოს 12 პუნქტის შესრულებას და კიდევ აგრძელებს შეხვედრებს „ქართულ ოცნებასთან” ყველა ერთ კუთხეში მიდევნოს და დაარქვას რადიკალური ოპოზიცია. ამით ხელი გაიშვიროს ისევ ოპოზიციისკენ და უთხრას დასავლელ პარტნიორებს, რომ ოპოზიცია ჰყავს რადიკალები, არ დგამს არც ერთ ნაბიჯს დეპოლარიზაციისკენ და არ ხვდება „ქართულ ოცნებას”.

ამიტომ ჩემს კოლეგებს ყველა ოპოზიციური პარტიიდან მოვუწოდებ, რომ ასეთი მიზანმიმართული განცხადების შემდეგ პირიქით, ჩვენ უნდა ჩავერთოთ პროცესში, რომ „ოცნებამ” წარმოადგინოს, რას აპირებს კობახიძის ამ სამარცხვინო განცხადების შემდეგ. იმიტომ, რომ შანტაჟის ენით საუბარი მან უკვე დაიწყო ევროკავშირთან“, – განაცხადა სამნიძემ.

banner
წინა სტატიაში“ქართული ოცნება” არის თაღლითი და „გადამგდები“ – პაატა მანჯგალაძე ირაკლი კობახიძის განცხადებაზე
შემდეგი სტატიანეტავ რა ჰგონია ევროკავშირს რომ ულტიმატუმით ელაპარაკება, კალთებს დაახევენ? – თინა ხიდაშელი ირაკლი კობახიძეზე