ნემცოვის მკვლელობის საქმე სასამართლოს გადაეცა

ჩეჩნეთში ნემცოვის მკვლელობის გამო დაკითხვები დაიწყება

ბორის ნემცოვის საქმის გამოძიება დასრულდა და ხუთი ბრალდებულის საქმე სასამართლოს გადაეგზავნა – საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელმა ვლადიმირ მარკინმა განაცხადა.
“გამოძიებამ საკმარისი მტკიცებულებები შეაგროვა სისხლის სამართლის საქმეში არსებულ ფიგურანტებზე” – განაცხადა მარკინმა.
გენერალური პროკურატურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ალექსანდრ კურენოიმ განაცხადა, რომ საქმეს მოსკოვის სამხარეო სამხედრო სასამართლო განიხილავს.
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ბორის ნემცოვი 2015 წლის 27 თებერვალს მოსკოვში, კრემლთან ახლოს მოკლეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დამნაშავეებმა დანაშაული ანაზღაურების მიღების მიზნით ჩაიდინეს.

banner
წინა სტატიაშითურქული მედია ორი სავარაუდო თვითმკვლელის ფოტოს აქვეყნებს
შემდეგი სტატიაკადიროვს ჩეჩნეთის მეთაურის პოსტზე კონკურენტი გამოუჩნდა