NDI განმეორებითი კენჭისყრისა და არჩევნების მეორე ტურის წინ რეკომენდაციებს ავრცელებს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) განმეორებითი კენჭისყრისა და არჩევნების მეორე ტურის წინ რეკომენდაციებს აქვეყნებს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლების უმრავლესობას ჰქონდა საშუალება, თავისუფლად მიეცა ხმა და არჩევნების შედეგები მათ ნებას ასახავს, თუმცა არჩევნებმა და არჩევნების შემდგომმა პერიოდმა რიგი პრობლემები გამოავლინა, რამაც სპეკულაციას, გაუგებრობასა და უნდობლობას შეუწყო ხელი.

ამ საკითხების რეაგირების გარეშე დატოვებამ შესაძლოა მომავალი არჩევნები, ასევე მომავალი პარლამენტისა და მთავრობის მანდატის ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დააყენოს. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ოთხი განმეორებითი კენჭისყრისთვის (22 ოქტომბერს) და ასევე 50 ოლქში მეორე ტურისთვის (30 ოქტომბერს) ემზადება, მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ, საარჩევნო ადმინისტრაციამ, სამართალდამცავმა ორგანოებმა, პოლიტიკურმა პარტიებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ საკუთარი უფლებამოსილებები და რესურსები ამ პრობლემების მოსაგვარებლად გააერთიანონ.

banner
წინა სტატიაში(+ვიდეო) რა კადრები გადაიღო კამერებმა არჩევნების დღეს უბნებზე?
შემდეგი სტატიამანანა კობახიძე: ნუ ვისაუბრებთ იმაზე, რომ საარჩევნო ბარიერი 1%-ზე დავიყვანოთ