მანანა კობახიძე: ნუ ვისაუბრებთ იმაზე, რომ საარჩევნო ბარიერი 1%-ზე დავიყვანოთ

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე საარჩევნო ბარიერის ერთ პროცენტამდე დაწევის წინააღმდეგია.

ჟურნალისტებთან საუბარში კობახიძე „გირჩი“-ს იმ ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, მაჟორიტარული არჩევნები უნდა გაუქმდეს და საარჩევნო ბარიერი 1%-მდე იქნას დაწეული.
კობახიძის განცხადებით, მას მართებულად არ მიაჩნია, რომ ერთპროცენტიანი პარტიები პარლამენტში წარმოდგენილი უნდა იყვნენ.

„ჩვენი ქვეყანა შეიძლება ყველაფერში გამორჩეული იყოს და გამორჩეულია იმაშიც, რომ ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი პოლიტიკური პარტია ფიქსირდება. ეს რა ფენომენია, შესასწავლია, მაგრამ ნუ ვისაუბრებთ იმაზე, რომ საარჩევნო ბაერიერი ერთ პროცენტამდე დავიყვანოთ. არ მგონია, რომ ამ მიმართულებით უნდა წავიდეთ. პირიქით, პარტიები უნდა გაძლიერდნენ და თავიანთი შეცდომები გაანალიზონ, რათა მეტი მხარდაჭერა მოიპოვონ. შექმნილ ვითარებაში გამოსავალია, ბარიერი გადალახონ და პარლამენტში სათანადო ხმებით მოხვდნენ და არა ის, რომ ეს ბარიერის დაწევით მოხდეს“ – დასძინა კობახიძემ.

ქართული კანონმდებლობის მიხედვით, საარჩევნო ბარიერი 5 %-ია.

banner
წინა სტატიაშიNDI განმეორებითი კენჭისყრისა და არჩევნების მეორე ტურის წინ რეკომენდაციებს ავრცელებს
შემდეგი სტატიაპოროშენკო უკრაინელებს ნოემბრიდან უვიზო რეჟიმს დაპირდა