(+ვიდეო) რა კადრები გადაიღო კამერებმა არჩევნების დღეს უბნებზე?

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის ლევან ვარშალომიძის განცხადებით,ისინი აგრძელებენ იმ ვიდეო ფაილებზე მუშაობას, რომელიც არჩევნების დღეს, უბნებზე მყოფმა კამერებმა გადაიღეს.

“ვიდეო ფაილებში, წარმოუდგენელი რაოდენობის სხვადასხვა სახის დარღვევებს ვხვდებით, რომელიც პირდაპირ ადასტურებს, რომ აჭარაში არჩევნები გაყალბდა.
დღეს წარმოვადგინე, დამატებით რამოდენიმე ვიდეო.

ვიდეო -1.
მოქმედება ხდება ხალაში, 68-ე ოლქის 46-ე უბანზე.
მამაკაცი მიდის საარჩევნო კაბინასთან, (რომელიც მოგეხსენებათ არ არის ზემოდან გადახურული) კაბინაში, არჩევანის გასაკეთებლად შესულ მოქალაქეს, ზემოდან, ტელეფონის მეშვეობით უღებს ფოტო ან ვიდეო კადრს, ანუ აფიქსირებს მოქალაქის არჩევანს. შემდგომ ხელიდან ართმევს ბიულეტინებს და უმოწმებს.
(ცნობისთვის: ეს ახალგაზრდა გახლავთ, შუშანა დავითაძის ვაჟი)

ვიდეო-2
მოქმედება ხდება 70-ე ოლქის 91-ე და 92-ე უბანზე, სადაც გვერდი-გვერდ მდებარე ორივე უნაბზე შედის ერთი და იგივე მოქალაქე და აკეთებს არჩევანს.

ვიდეო – 3.
69-ე ოლქის 6-ე უბანზე, ხმის დათვლის დროს, უბანში მყოფი არაუფლებამოსილი პირი, (ქალბატონი შესაბამისი ბეიჯის გარეშე გადაადგილდება) იღებს ბიულეტინს და მალავს ან იპარავს.

ვიდეო-4
69-ე ოლქის 6-ე უბნის კადრებში, ასევე ვხედავთ ბიულეტინს, რომელზეც შემოხაზულია სხვადასხვა პარტიის რამოდენიმე მაჟორიტარობის კანდიდატი, რის გამოც ბიულეტინი უნდა იყოს ბათილი, თუმცა, იგი სრულიად უკანონოდ ეთვლება “ქართულ ოცნებას”.

P.S. ჩემი შეკითხვა, რომელიც არაერთხელ დავსვი, ისევ ძალაშია :

რა რეაგირება მოჰყვება, ხელვაჩაურის რაიონის “ქართული ოცნების” ოფისში, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეების და მოადგილეების ორგანიზებულად მისვლას?
“ცესკო” და “უსკო”, ისევ ამ ხალხის მეშვეობით აპირებს მე-2 ტურის ჩატარებას თუ აპირებენ შესაბამისი ზომების გატარებას?

იმედს ვიტოვებ, ამ უწყებების წარმომადგენლები, კანონის თანახმად, მოვალეობის ფარგლებში, შეკითხვაზე გასცემენ პასუხს და საზოგადოებას გააცნობენ მათ პოზიციას”,- განაცხადა ვარშალომიძემ.

https://www.youtube.com/watch?v=31urFWZ-1hk

banner
წინა სტატიაშიშვედეთში ლტოლვილთა მისაღები ცენტრი დაიწვა
შემდეგი სტატიაNDI განმეორებითი კენჭისყრისა და არჩევნების მეორე ტურის წინ რეკომენდაციებს ავრცელებს