NBC-ის წამყვანი ტრამპთან უწმაწური დიალოგის გამო გაანთავისუფლეს

დილის შოუ Today-ს წარმყვანი ბილ ბუში ტელეარხ NBC-დან მას შემდეგ გაუშვეს, რაც მისი დონალდ ტრამპთან საუბარი გამოქვეყნდა, რომელიც 2005 წელს არის ჩაწერილი – The New York Times-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბუშისა და ტრამპის საუბარი საგრიმიოროში მიმდინარეობს, “ენბისის” ერთ-ერთი გადაცემის კულისებში. ისინი ქალებე საუბრობენ. ორივე მათგანი ქალებს შეურაცხმყოფელად მოიხსენიებს, ისინი სხვადსხვა არაკორექტულ სიტყვებს იძახიან.
9 ოქტომბერს “თუდეის” პროდიუსერმა ნოა ოპენჰაიმმა თანამშრომლებს წერილები დაურიგა, სადაც იტყობინებოდა, რომ ბუშის გამონათქვამებს გამართლება არა აქვს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ თავდაპირველად ბუში წავლას არ აპირებდა. ფიქრობდნენ, რომ ის 10 ოქტომბერს ეთერში განცხადებას გააკეთებდა, თუმცა, არხის ხელმძღვანელობამ ჩათვალა, რომ ის სამსახურიდან დროებით უნდა დაითხოვოს, შემდეგ კი სულაც გაანთავისუფლა.
ბუშის და ტრამპის დიალოგი 7 ოქტომბერს The Washington Post-მა გამოაქვეყნა, სადაც მამაკაცები ქალებზე ვულგარუალდ და უწმაწურად საუბრობენ.

banner
წინა სტატიაშიმარინ ლე პენმა ოლანდს პუტინთან შეხვედრის ჩაშლაში დასდო ბრალი
შემდეგი სტატიასორბონის უნივერსიტეტის კედლებზე პოლიციელების მოკვლის მოწოდება გამოჩნდა