მარინ ლე პენმა ოლანდს პუტინთან შეხვედრის ჩაშლაში დასდო ბრალი

6საფრანგეთში ულტრამემარჯვენე “ნაციონალური ფრონტის” ლიდერმა მარინ ლე პენმა საფრანგეთის პრეზიდენტს ფრანსუა ოლანდს რუსეთის ლიდერთან, ვლადიმირ პუტინთან პარიზში შეხვედრის ჩაშლაში ბრალი დასდო – Le Figaro წერს.
“ვფიქრობ, რესპუბლიკის პრეზიდენტმა წარმოუდგენელი სიძულვილი გამოავლინა გასართობი გადაცემის ეთერში რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე საუბრისას” – ლე პენმა თქვა.
მისი აზრით, უკანასკნელი კვირის განმავლობაში შემაშფოთებელი ტენდენცია იგრძნობა – პრეზიდენტი ოლანდი მკვეთრ გამოსვლებს აკეთებს მსოფლიო ლიდერების წინააღმდეგ, მათ შორის, დიდი ბრიტანეთი, უნგრეთი და აშშ.
გუშინ, რუსეთის პრეზდენტის ვლადიმირ პუტინის მიერ პარიზში გაუქმებული ვიზიტის გამო ნეგატიური შეფასება გააკეთა, ასევე საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ.

banner
წინა სტატიაშინავთლუღის სპეცოპერაციის საქმის ერთ-ერთი მოწმის თქმით, შემთხვევის ადგილზე დათა ახალაიაც იმყოფებოდა
შემდეგი სტატიაNBC-ის წამყვანი ტრამპთან უწმაწური დიალოგის გამო გაანთავისუფლეს