ნაზიბროლას არ აქვს ზნეობა, არც მორალი. მას არც სინდისი გააჩნია და ამიტომაც ლაპარაკობს უზნეოდ – მეთოფიშვილი

ხმაურია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე. დღევანდელ სხდომაზე, დღის წესრიგის მიხედვით პირველ საკითხად ჩანიშნულია მოსამართლე ილონა თოდუას განმარტება, საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის გუშინდელ განცხადებაზე.
სხდომის დაწყებისას, მოსამართლე ილონა თოდუამ დეტალური განმარტება გააკეთა ჯანეზაშვილის საპასუხოდ, შემდეგ კი, საუბარში საბჭოს სხვა წევრებიც ჩაერთნენ. ნაზი ჯანეზაშვილს უპასუხა საბჭოს წევრმა, სერგო მეთოფიშვილმა.

„ნაზიბროლას არ აქვს ზნეობა, არც მორალი. მას არც სინდისი გააჩნია და ამიტომაც ლაპარაკობს უზნეოდ. ასე შევარდნაძის დროინდელი ტენდენციური დაკითხვა გამახსენდა, მაშინ ტელევიზორში აჩვენებდნენ. ასე მეც არ დამიკითხავს ბრალდებულები, როგორც ახლა ექცეოდა ქალბატონი ნაზიბროლა მოსამართლეს. თავისი არაკომპეტენტურობის გამო, არც კი ესმის, რაზე არის საუბარი. ეს არის მისი და მისი განათლების პრობლემა. ერთადერთი მან იცის „კლანი“, ჩინჩალაძე და ა.შ.“, – განაცხადა სერგო მეთოფიშვილმა.

სხდომაზე ამ განცხადებებს ხმაური მოჰყვა. საუბარში ჩაერთო არამოსმაართლე წევრი ანა დოლიძეც, რომელსაც საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი მიქაუტაძემ მიკროფონის გამორთვისკენ მოუწოდა. მისივე თქმით, დოლიძე არ აძლევს რიგში მყოფ კოლეგებს საშუალებას, მათაც გააკეთონ განმარტებები.

„ეს არის სხდომის ჩაშლის მცდელობა, დესტრუქციული საქციელი. არ გაქვთ ელემენტარული კულტურა, მოუსმინოთ კოლეგებს. ეს არის მიზანმიმართული მცდელობა, ჩაშალოთ სხდომა“, – მიმართა გიორგი მიქაუტაძემ ანა დოლიძეს.

banner
წინა სტატიაშიმაშველებმა 3200 მეტრის სიმაღლეზე, ყაზბეგში მთის წვერზე ჩარჩენილი საქართველოს ორი მოქალაქე გადაარჩინეს
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა