მაშველებმა 3200 მეტრის სიმაღლეზე, ყაზბეგში მთის წვერზე ჩარჩენილი საქართველოს ორი მოქალაქე გადაარჩინეს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 16, 2019 13:59

მაშველებმა 3200 მეტრის სიმაღლეზე, ყაზბეგში მთის წვერზე ჩარჩენილი საქართველოს ორი მოქალაქე გადაარჩინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ “112”-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, ყაზბეგში, ყუროს წვერზე ორი ადამიანი იყო ჩარჩენილი. ალპურ ზონაში, ზღვის დონიდან დაახლოებით 3200 მეტრზე მყოფი მოქალაქეებიდან ერთ-ერთი ჯანმრთელობის გაუარესების გამო გზის გაგრძელებას ვერ ახერხებდა.

შეტყობინების მიღებისთანავე, დასახმარებლად ადგილზე გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების, ყაზბეგის სამაშველო ჯგუფის მაშველები. რთული რელიეფის და მანძილის სიშორის გამო, სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

მაშველების დახმარების შედეგად, ორივე მოქალაქე ამ დროისთვის გადაყვანილია უსაფრთხო ადგილზე. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 16, 2019 13:59

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,127
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics