შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

region
ავტ.: region ივლისი 16, 2019 14:06

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

20-21 ივნისის აქციაზე სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს საქართველოს პროკურატურამ ბრალი საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, კერძოდ, ლ.ი-ს ბრალად ედება მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

საქართველოს გენერალური პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი გუშინ დააკავეს.

გამოძიებით დგინდება, რომ მან 2019 წლის 21 ივნისს, გამთენიისას, რუსთაველის გამზირზე, გადაამეტა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ფიზიკურად იძალადა დაკავებულ პირზე.

პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს.

region
ავტ.: region ივლისი 16, 2019 14:06

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,150
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics