ნავთობის ფასის რეკორდული დაცემა გრძელდება- შავი ოქროს ფასი 29 დოლარს ჩამოცდა

მსოფლიო ბაზარზე ნავთობმა ისვე დაიკლო

ირანული ნავთობის მსოფლიო ბაზარზე დაბრუნების ფონზე ბირჟებზე შავი ოქროს ფასი ისევ რეკორდულად დაეცა და 29 დოლარს ჩამოცდა. ლონდონის ბირჟაზე ბრენტის ტიპის ნავთობი 6,5 %-ით გაიაფდა და უკვე 28 დოლარი და 90 ცენტი ღირს.

ამერიკული “ვიტიაის” მარკის ნავთობის ფასი კი 29 დოლარი და 20 ცენტია. ნავთობის ფასის რეკორდულმა დაცემამ ინდექსების ვარდნა გამოიწვია საფონდო ბაზარზეც. 2,2 მეათედი პროცენტით დაიწია დოუ ჯონსის ინდექსმა.

მაჩვენებლები რეკორდულად დაეცა რუსეთის საფონდო ბირჟაზეც. რუბლი დოლართან და ევროსთან მიმართებაში ისევ გაუფასურდა. ეკონომისტების ცნობით, რუსეთის 2016 წლის ბიუჯეტი გათვლილია ისე რომ ნავთობი 50 დოლარი უნდა ღირდეს. დიმიტრი მედვედევმა უკვე განაცხადა, რომ მთავრობას ბიუჯეტის ხარჯების მნიშვნელოვნად შემცირება მოუწევს.

banner
წინა სტატიაშიირანს სანქციები შესაძლოა დღეიდან მოუხსნან
შემდეგი სტატიარეგიონების პოლიციის დეპარტამენტების დირექტორებმა თანამდებობები დატოვეს