ნატო-ს შტაბბინაში ალიანსის წევრი ქვეყნების დროშები დაუშვეს

ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში, ალიანსის წევრი ქვეყნების ყველა დროშა, სოლიდარობისა და გლოვის ნიშნად დაშვებულია. ამის შესახებ ინფორმაცია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.
განცხადების თანახმად, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, პარიზში განხორციელებული ტერაქტები მკაცრად დაგმო.
“ტერორიზმთან ბრძოლაში ერთად ვდგავართ. ტერორიზმი დემოკრატიას ვერასდროს დაამარცხებს”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ბოლო მონაცემებით, პარიზში განხორციელებული ტერაქტების შედეგად 127 ადამიანი დაიღუპა. პასუხისმგებლობა თავდასხმებზე დაჯგუფება “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.

banner
წინა სტატიაშიბარაკ ობამასა და ფრანსუა ოლანდს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
შემდეგი სტატია,,ფეისბუქზე” ახალი ვირუსი ვრცელდება