ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე იენს სტოლტენბერგის მანდატი 2022 წლამდე გაახანგრძლივეს

ნატო-ს გენერალურ მდივან, იენს სტოლტენბერგის მანდატი 2022 წლამდე გაახანგრძლივეს. ამის შესახებ ნათქვამია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის განცხადებაში, რომელიც დღეს გაავრცელეს.

„მოკავშირეებმა გადაწყვიტეს, რომ გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგის მანდატი 2022 წლის 30 სექტემბრამდე გახანგრძლივდება. მოკავშირეებმა გამოხატეს მხარდაჭერა გენერალური მდივნის სამუშაოს მიმართ, რომელიც ნატო-ს ადაპტირებასა და მოდერნიზაციისკენ არის მიმართული“, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში წიგნის – „აფხაზური ენა დამწყებთათვის“ პრეზენტაცია გაიმართა
შემდეგი სტატიავოლსკი: შეიძლება ქვაა ნასროლი