NATO ავღანეთში სამხედროთა რაოდენობას ისევ გაზრდის

კანადაში მყოფმა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ 2018 წლისათვის ავღანეთში ჯარების რაოდენობას 16 ათასამდე გაზრდიან.
კანადაში საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობისთვის მყოფმა სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი, ავღანეთში საგანმანათლებლო მისიის დასაკმაყოფილებლად დამატებით ძალებს გააგზავნის. მისივე თქმით საკითხთან დაკავშირებით ალიანსის წევრი ქვეყნებიდან შესაბამისი მხარდაჭერა უკვე მიიღეს.
ამჟამად ავღანეთში ნატოს 13 ათასი ჯარისკაცი ჰყავს. ნატოს გენერალურმა მდივანმა ბოლოს ისიც აღნიშნა, რომ რეგიონში კატარი და არაბთა გაერთიანებული ემირატებიც გააგზავნიან შენაერთებს.

banner
წინა სტატიაშიპუტინი უკრაინაში მოქმედ სეპარატისტებს მოეთათბირა
შემდეგი სტატიაSubaru-ს საკუთარი ავტომობილები უკან მიჰყავს