ნათია თურნავა: რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა სავარაუდოდ თებერვალში მოიხსნება-ტესტი, ვაქცინაციის საბუთი

ნათია თურნავას თქმით, რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა სავარაუდოდ თებერვალში მოიხსნება. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ განაცხადა. მისი თქმით, პროცესი მკაცრად გაკონტროლდება.

„იხსნება ასევე ფრენები. ამაზე გვქონდა ჩვენ საუბარი. კონკრეტულ თარიღს ვერ დავასახელებ, მაგრამ თებერვალი სავარაუდოდ იქნება ის თვე, როდესაც ჩვენ რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვებს მოვხსნის. ეს ისევ და ისევ არ ნიშნავს ქაოტურ და უკონტროლო შემოსვლას ქვეყანაში. პირიქით, ეს იქნება კონტროლირებადი. ტესტებით, ვაქცინაციის საბუთით და სხვა ადეკვატური საბუთით კონტროლირებადი შემოსვლა, მაგრამ ეს არის ტურისტული სეზონის დაწყების პირველი იმედი“, – აღნიშნა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიალეკო ელისაშვილი: ოპოზიციამ გატეხა სიტყვა
შემდეგი სტატიათამუნა კირვალიძე: არც ჟურნალისტიკა და არც პოლიტიკა ასეთ იაფფასიან ქცევას არავის პატიობს