თამუნა კირვალიძე: არც ჟურნალისტიკა და არც პოლიტიკა ასეთ იაფფასიან ქცევას არავის პატიობს

“ის სპექატაკლი, რომელიც დღეს რუსთავი 2 მა დადგა, სცდება ყველანაირ ეთიკურ ჩარჩოებს, პროფესიონალიზმზე რომ აღარ ვილაპარაკოთ.
მთელი წელი “ლელო” და სრულიად ოპოზიცია თავაზობდნენ ქართულ ოცნებას დებატებში დაჯდომას და ეს მათ ვერ გაბედეს.
როცა ეთერში მოგყავს კლოუნი და აწყობ სპექტაკლს, მინიმუმ უნდა გააფრთხილო სტუმარი, რომ დღეს პროგრამაშია კლოუნადა და წინასწარ აცნობო სტუმარს პროგრამა..
ასეთი დონის (ყოველ შემთხვევაში მე ასეთს ვიცნოდი ირაკლის) ჟურნალისტს, ამ დონის სპექტაკლის მოწყობა ან ხელშეწყობა უბრალოდ არ ეკადრება, პროცესს მარტივად მართავს წამყვანი და თუ ვერ მართავს ეს მისი პრობლემაა.
ელისაშვილზე აღარ ვსაუბრობ, რადგან მას აღარც სახელი აქვს და არც გვარი, ოპოზიციასთან კი ჩავლილიც არ ყოფილა არასდროს, როგორც გაირკვა.
სირცხვილია!
მე მათ ადგილას დღესვე დავანებებდი ყველანაირ მოღვაწეობას თავს!
არც ჟურნალისტიკა და არც პოლიტიკა ასეთ იაფფასიან ქცევას არავის პატიობს.
დანარჩენს მომავალი გვაჩვენებს”,-წერს პარტია ლელოს წევრი თამუნა კირვალიძე.

 

 

მამუკა ხაზარაძემ ალეკო ელისაშვილს: ავანტიურისტი და მატყუარა ხარ არ დაგინახო ოპოზიციურ შეხვედრაზე მოსული

 

banner
წინა სტატიაშინათია თურნავა: რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა სავარაუდოდ თებერვალში მოიხსნება-ტესტი, ვაქცინაციის საბუთი
შემდეგი სტატიავაშაძე: რაც რუსთავი 2-ის ეთერში მოხდა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ელისაშვილთან ცალკე კი არა, საერთოდ შეხვედრას არ აქვს აზრი