ნათია მეზვრიშვილი : შინაგან საქმეთა სამინისტრო თითოეულ ინციდენტზე მოახდენს რეაგირებას

შინაგან საქმეთა სამინისტრო რეაგირებას მოახდენს თითოეულ იმ ინციდენტზე, რომელიც მიეკუთვნება სამინისტროს კომპეტენციას, ამასთან, სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი იქნება დაუყოვნებლივ აღკვეთილი, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მეზვრიშვილმა მოქალაქეებს მოუწოდა დაიცვან კანონი, რათა უსაფრთხო გარემო შენარჩუნდეს.

„საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში და ქალაქში მიმდინარეობს შუალედური და რიგგარეშე არჩევნები. შინაგან საქმეთა სამინისტროს უმთავრესი ამოცანაა მართლწესრიგის დაცვა, ასევე არჩევნების მიმდინარეობის დროს თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდობიან გარემოში არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფა.

ყველას მოვუწოდებთ, რიომ დაიცვას კანონი, რათა შენარჩუნდეს უსაფრთხო გარემო, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს მისცემს არჩევანის თავისუფალ გარემოში გაკეთების შესაძლებლობას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო რეაგრებას მოახდენს თითოეულ იმ ინცინდენტზე, რომელიც მიეკუთვნება სამინისტროს კომპეტენციას, ამასთან, სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი იქნება დაუყოვნებლივ აღკვეთილი“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“სპეციალურად ჩამოვედი თბილისში , რომ მე შალვას დავუდგე გვერდში” – ირაკლი ალასანია
შემდეგი სტატიანათია მეზვრიშვილი : შსს-ს კომპეტენციას მიკუთვნებული რაიმე ინციდენტი ამ ეტაპამდე არ დაფიქსირებულა