ნათია მეზვრიშვილი : შსს-ს კომპეტენციას მიკუთვნებული რაიმე ინციდენტი ამ ეტაპამდე არ დაფიქსირებულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყების კომპეტენციას მიკუთვნებული რაიმე ინციდენტი ამ ეტაპამდე არ დაფიქსირებულა.

ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მეზვრიშვილმა აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტრო დაფიქსირებულ ინციდენტებთან დაკავშირებით, საზოგადოებას დღის განმავლობაში მიაწვდის ინფორმაციას.

„ამ ეტაპზე გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული რაიმე ინციდენტი ამ ეტაპამდე არ დაფიქსირებულა.

როგორც უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, ადგილებზე მართლწესრიგის უზრუნველყოფის მიზნით უკვე განხორციელდა მთელი საქართველოს მასშტაბით საპოლიციო ძალების გადანაწილება და საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული პროცესი დღის მანძილზე გაგრძელდება. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთნ, რათა თითოეული ინციდენტი დროულად აღიკვეთოს როგორც უბნებზე, ასევე უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე. დაფიქსირებულ ინციდენტებთან დაკავშირებით, საზოგადოებას დღის განმავლობაში მივაწვდით ინფორმაციას“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

banner
წინა სტატიაშინათია მეზვრიშვილი : შინაგან საქმეთა სამინისტრო თითოეულ ინციდენტზე მოახდენს რეაგირებას
შემდეგი სტატიაგიორგი შენგელია : დარწმუნებული ვარ, ზუგდიდელები ღირსეულ არჩევანს გააკეთებენ