“სპეციალურად ჩამოვედი თბილისში , რომ მე შალვას დავუდგე გვერდში” – ირაკლი ალასანია

შალვა შავგულიძეს დღეს მხარდაჭერა გამოუცხადა ირაკლი ალასანიამ, რომელმაც მთაწმინდის საარჩევნო უბანზე ცოტა ხნის წინ ხმა მისცა:

“შალვა შავგულიძე არის ის ღირსეული ადამიანი , რომელმაც ყოველთვის იცოდა და ეცოდინება, როგორ უნდა დაუდგეს მეგობრებს გვერდში, ყოველთვის იყო იქ, სადაც სჭირდებოდა მეგობრებს, იღებდა ღირსეულ გადაწყვეტილებებს და მეც სპეციალურად ჩამოვედი დღეს თბილისში , რომ მე დავუდგე შალვას გვერდში, მას სჭირდება დღეს მხარდაჭერა ამიტომ მოვედი აქ, მოვედი იმიტომ, რომ მეგობარს დავუდგე გვერდში” განუცხადა ჟურნალისტებს ალასანიამ.

კითხვაზე, რა შანსები აქვს შავგულიძეს, ალასანიამ უპასუხა, რომ “პოლიტიკაზე სასაუბროდ არ მისულა”.

banner
წინა სტატიაშილადო კახაძე : მინდა, რომ გაიმარჯვოს მშვიდობამ და განვითარებამ
შემდეგი სტატიანათია მეზვრიშვილი : შინაგან საქმეთა სამინისტრო თითოეულ ინციდენტზე მოახდენს რეაგირებას