ყიფშიძის N10-ში დასასვენებელი სივრცე მოეწყო

ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ვაკის რაიონში, ყიფშიძის N10-ში რეკრეაციული სივრცე მოეწყო. ტერიტორიაზე საბავშვო მოედანი და დასასვენებელი პავილიონი განთავსდა. ასევე, ურბანული ავეჯი და განათების ქსელი დამონტაჟდა. სკვერში გამწვანების სამუშაოებიც ჩატარდა.

ახალი დასასვენებელი სივრცე ვაკის რაიონის გამგებელმა დავით კვინიკაძემ, მაჟორიტარ დეპუტატთან ნოდარ ტურძელაძესთან ერთად, გახსნა.

„ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით და მათი აქტიური ჩართულობით, მოვამზადეთ აღნიშნული ტერიტორიის კეთილმოწყობის პროექტი და შემდგომში დავიწყეთ განხორციელება. სივრცე გამოვიდა ლამაზი, მწვანე, კომფორტული, სადაც არამარტო ამ კონკრეტული მისამართის მცხოვრებლებს, არამედ მიმდებარე სახლების მოსახლეობასაც შეუძლია დასვენება“, – განაცხადა დავით კვინიკაძემ.

აღნიშნული სამუშაოები, ვაკის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანიამ „ემ ემი“ შეასრულა.

banner
წინა სტატიაშინათელაშვილი – ეს, ფაქტობრივად, “ლეიბორისტული პარტიის” აკრძალვაა
შემდეგი სტატიაბუაძე – ინიცირებულ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც ბოიკოტში მყოფ პოლიტიკურ პარტიებს უწყდებათ საბიუჯეტო დაფინანსება ეწინააღმდეგება შარლ მიშელის დოკუმენტს