ნათელაშვილი: ე.წ. პარლამენტის სია, რომელიც ძალიან მალე ზათქით ჩამოიწევა და დაინგრევა

შალვა ნათელაშვილი:

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის მიერ „ქართულ ოცნებასთან“ გაფორმებულ შეთანხმებას, შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებას ვერანაირი გადაბირებული ვითომ პარტიები და ოპოზიციები ვერ უშველის.

„ ე.წ. მემორანდუმი ისეთ მკვდრადშობილია, როგორც ივანიშვილის ნების შესაბამისად შედგენილი ე.წ. პარლამენტის სია, რომელიც ძალიან მალე ზათქით ჩამოიწევა და დაინგრევა. ეს არის ყველაფერი ივანიშვილის თავში მომწიფებული მორიგი ტრიუკი, როგორც მას სჩვევია, რათა გადააგდოს ჩვენი ხალხი და გაიხანგრძილოვს ამ ულამაზესი ქვეყნის ძარცვით მიღებული სიამოვნება. ეს სიამვონება მას მალე ჩაშხამდება და ვერანაირი გადაბირებული ვითომ პარტიები, ვითომ ოპოზიციები და ვითომ პოლიტიკოსები და მათი მემორანდუმები ამას ვერ უშველის. ისინი აუცილებლად მოხვდებოდნენ პარლამენტში, რადგან ამ პირობით შეუშვეს პარლამენტში, ანუ ყველა გზა ამ დროს ბიძინასთან მიდის“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშინათელაშვილი: ჩემთვის ეს ე.წ. პარლამენტი გარდაიცვალა შექმნისთანავე, ამიტომ, მე არ ვარ ორგანოს წევრი, რომელმაც მოახდინა ხალხის ნების უზურპაცია
შემდეგი სტატიადღეიდან საქართველოსა და უკრაინას შორის საჰაერო მიმოსვლა განახლდა