ნათელაშვილი: ჩემთვის ეს ე.წ. პარლამენტი გარდაიცვალა შექმნისთანავე, ამიტომ, მე არ ვარ ორგანოს წევრი, რომელმაც მოახდინა ხალხის ნების უზურპაცია

ჩემთვის ეს ე.წ. პარლამენტი გარდაიცვალა შექმნისთანავე, ამიტომ, მე არ ვარ ორგანოს წევრი, რომელმაც მოახდინა ხალხის ნების უზურპაცია. განცხადება მაქვს დაწერილი უფლებამოსილების შეწყვეტაზე და შესაბამისად, მას ექვემდებარება დაკმაყოფილებითი პასუხი, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ცდილობს, განცხადებების დაკმაყოფილება გააჭიანუროს.

„არც ერთ შემთხვევაში გაწელვა, გადავადება და მით უფრო, ბატონი იაგოს შუამდგომლობა კენჭისყრის იქით გადატანასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი თავის გადასარჩენად გადადგმული ნაბიჯებია რეჟიმის მიერ, რომელსაც არ უნდა, სააბოლოოდ გაკოტრდეს მთელი მსოფლიოს თვალში და იურდიულადაც შეუწყვიტოს დეპუტატების უფლებამოსილება, რის შემდეგაც პრაქტიკულად, გვრჩება „ქართული ოცნების“ გამგეობის წევრთა კრება პარლამენტის დარბაზში.

ახლა ცდილობენ, ყველანაირად გადაწიონ, მაგრამ პატრონმა მალა და ჭირმა თავი არ დამალაო, არ ვართ პარლამენტში და ეს იცის მსოფლიომ, ვერანაირი მანიპულაციით ვერ მოახერხებენ მდგომარეობის შელამაზებას, საკუთარი თავისა და ტყავის გადარჩენას.

მოვუწოდებ, ხვალ შეწყვიტონ უფლემაბოსილება ყველა დეპუტატის, რომლებმაც განცხადებები კონსტიტუციის შესაბამისად შემოვიტანეთ, წინაღმდეეგ შემთხვევაში, ჩვენ კიდევ მოგვიწევს დამატებითი სარჩელი შევიტანოთ საკონსტიტუციო სასამართლოში შეკითხვით, რატომ არ გვიწყვეტენ დეპუტატის უფლემაბოსილებას. საერთოდ, „გირჩის“ მაგივრად მე ვიწვები და ვიდაგები, ამიტომ, იქნებ შევიდნენ იმ პარლამენტში და დაასვენონ საკუთარი თავი, დაგვასვენინ ჩვენც“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

banner
წინა სტატიაშიჯაფარიძე: ლიბერტარიანული პურიტანიზმის მედროშე პარტია თხოვნით მიმართავს ბიძინას მარიონეტებს
შემდეგი სტატიანათელაშვილი: ე.წ. პარლამენტის სია, რომელიც ძალიან მალე ზათქით ჩამოიწევა და დაინგრევა