შალვა ნათელაშვილი მეუღლესთან ერთად ვარკეთილში სოციალურად დაუცველ ოჯახებს ესტუმრა

ნატელადღეს, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი მეუღლესთან ბელა ალანიასთან ერთად ვარკეთილში სოციალურად დაუცველ ოჯახებს ესტუმრა და მცირე ნობათით ახალი წელი მიულოცა.
ხაჩიძეებისა და ალთუნიშვილების მრავალშვილაინი ოჯახები უკვე მრავალი წელია, ძველ მიტოვებულ შენობაში გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ და მათი ერთადერთი საარსებო საშუალება მცირე რაოდენობის სოცილაური დახმარებაა.
“მე ვპირდები ამ მილიონერთა ხელისუფლებას, რომ ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რათა დროულად ჩამოშორდნენ ისინი პოლიტიკას და ასეთ ოჯახებს, ამ თვალხატულა ბავშვებს შევუქმნით ყველა პირობას ნორმალურად არსებობისა და განვითარებისათვის”. – განაცხადა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშირას უთანხმებდა კაკაბაძე ღარიბაშვილს და მის სიმამრს?- აუდიოჩანაწერი
შემდეგი სტატიალაგოდეხის რაიონის სოფელ მსხალგორში გაუჩინარებული მონადირეების ოჯახის წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს