რას უთანხმებდა კაკაბაძე ღარიბაშვილს და მის სიმამრს?- აუდიოჩანაწერი

რას უთანხმებდა კაკაბაძე ღარიბაშვილს და მის სიმამრს?- აუდიოჩანაწერი

„ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე ნანა კაკაბაძის ინტერვიუს იმ ფრაგმენტს აქვეყნებს, სადაც კილაძის თქმით, კაკაბაძე საუბრობს მაშინდელ შს მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრებზე. როგორც ჟურნალისტი ამბობს, პოლიტპატიმართა საპროტესტო აქციების თარიღს ნანა კაკაბაძე სწორედ ღარიბაშვილთან და მის სიმამართან წინასწარ ათანხმებდა. კილაძის განცხადებით, ნანა კაკაბაძე მაშინდელ შს მინისტრს ოთხჯერ შეხვდა, რისი დასტურიც სწორედ გავრცელებული აუდიომასალაა.
ელისო კილაძის განცხადებით, გაუგებარია პოლიტპატიმრის სტატუსის მქონე პირების შეკრება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში, რადგან მანანა კობახიძისა და ეკა ბესელიას მიმართ კონკრეტული კითხვები არსებობს, რომელიც ფულის აღებას ეხება. ნანა კაკაბაძესა და ელისო კილაძეს შორის ამ საკითხთან დაკავშირებით დაპირისპირება ტელეკომპანია „იბერიის“ პირდაპირ ეთერში, გადაცემა „პრიორიტეტში“ დაიწყო. საპასუხოდ კი ჟურნალისტმა არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელის 2013 წლის საგაზეთო ინტერვიუს აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელიც ნანა კაკაბაძემ მაშინ გაზეთ „ქრონიკა+“-ს მისცა.

https://youtu.be/DnOHTuHwHoo

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მოქალაქეები საფრანგეთის ვიზას 48 საათში მიიღებენ
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილი მეუღლესთან ერთად ვარკეთილში სოციალურად დაუცველ ოჯახებს ესტუმრა