ლაგოდეხის რაიონის სოფელ მსხალგორში გაუჩინარებული მონადირეების ოჯახის წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს

lagadoxeiლაგოდეხის რაიონის სოფელ მსხალგორში გაუჩინარებული მონადირეების ოჯახის წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს.ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკარგული მონადირეების ადგილსამყოფელის დადგენისთვის ორ დღიან ვადას აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მასშტაბური საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.

გაუჩინარებული ახალგაზრდების მშობლები ამბობენ, რომ ძალოვანი სტრუქტურები მათთან კომუნიკაციას გაურბიან და დაკარგულების შესახებ არანაირ ინფორმაციას არ აწვდიან.სამი ახალგაზრდა მამაკაცი ლაგოდეხის მთებში სანადიროდ დეკემბრის ბოლოს წავიდა, თუმცა მათ დიდთოვლობის გამო სოფელში დაბრუნება ვერ შეძლეს.

მონადირეებს მაშველები მე-17 დღეა უშედეგოდ ეძებენ.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი მეუღლესთან ერთად ვარკეთილში სოციალურად დაუცველ ოჯახებს ესტუმრა
შემდეგი სტატიაელისაშვილს აქვს ძალიან კონკრეტული პოლიტიკური მიზნები