„ნატალია კვანტალიანის სისხლის ცენტრალურ ბანკში“ სატენდერო პირობები 150 პროცენტით შესრულდა!

kvantaliani8 მილიონი ლარის ინვესტიცია და ბაზარზე მოხსნილი სისხლის დეფიციტი – ეს „ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის“ აქტივია. ყველაფერი კი 2010 წელს ანუ მას შემდეგ დაიწყო, რაც ბიზნესმენ ნატალია კვანტალიანს დედა ავად გაუხდა და სისხლი დასჭირდა, თუმცა მთელ თბილისში სისხლი ვერ იშოვა. ამასობაში, სახელმწიფომ, იმის გამო, რომ გავერანებული იყო, მაშინდელი „სისხლის გადასხმის სადგურის“ მხოლოდ მესამედი – სამი შენობა და 2 ჰა-მდე მიწის ნაკვეთი გასაყიდად გამოიტანა. ობიექტი 600 ათას ლარად იყო შეფასებული და ინვესტორს ორ წელიწადში 2 მილიონ 500 ათასი ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა. ნატალია კვანტალიანის კომპანია „მედინვესტ ჯორჯიამ“ ღია აუქციონში მონაწილეობა გადაწყვიტა და პირობაც დადო, რომ „სისხლის გადასხმის სადგურს“, როგორც იტყვიან, ფეხზე დააყენებდა. წინასწარ, 200 ათასი დოლარიც შეიტანა. არადა, მაშინ სამედიცინო ობიექტები ასეთ კოლოსალურ ფასად არ იყიდებოდა.
ასეც მოხდა, თუმცა სატენდერო პირობებით გათვალისწინებული ორის ნაცვლად, ნატალია კვანტალიანს სისხლის ბანკის აღორძინება, უფრო სწორად, ხელახლა შექმნა 8 მილიონი ლარი დაუჯდა, ამიტომაც სახელმწიფო უწყებებმა აღიარეს, რომ ნატალია კვანტალიანმა ტენდერით გათვალისწინებული პირობები 100 კი არა, 150 პროცენტით შეასრულა. უფრო მეტიც, ამ ინვესტიციის ფარგლებში, 2012 წელს, ქართულ-ჰოლანდიური კლინიკაც დააფუძნა, რომელიც თავიდან ბოლომდე „ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალურ ბანკს“ ემსახურება. იმისთვის, რომ წარმატებისთვის უმოკლეს დროში (ლაპარაკია ორწელიწადნახევარზე) მიეღწია, ნატალია კვანტალიანმა იმ დროისთვის მსოფლიოს წამყვანი სისხლის ბანკების (ისრაელი, ბალტიისპირეთი და საფრანგეთი) სპეციალისტები ჩამოიყვანა. „ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკი“ სწორედ ამ ქვეყნების ბანკების მოდელების მიხედვით განვითარდა! ამასთან, ნატალია კვანტალიანმა თანამშრომელთა ხელფასები 400 პროცენტით გაზარდა, ყველა თანამშრომელმა სპეციალური გადამზადება გაიარა და კარგი გუნდიც შეიკრა.
სხვათა შორის, ბიზნესმენ ნატალია კვანტალიანის ინიციატივით, საქართველო, აშშ-ს შემდეგ, მსოფლიოში მეორე ქვეყანა იქნება, სადაც სისხლის ბანკების გაერთიანება შეიქმნება, რაც ქვეყანაში სისხლის დეფიციტს საერთოდ აღმოფხვრის და ამასთან, პლაზმა 30-35, სისხლი კი 37-38 ლარი გახდება.
საინტერესოა, რომ დღეს კომპანია „მედინვესტ ჯორჯია“ უკვე ოთხ კომპანიას აერთიანებს. ოთხივე კომპანიას დამოუკიდებელი ბიუჯეტი აქვს და ასევე დამოუკიდებელი ანუ სხვადასხვა პერსონალი ემსახურება. ეს კომპანიებია: 1. „ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკი“; 2. „ნატალია კვანტალიანის სახელობის ქართულ-ჰოლანდიური ლაბორატორია“; 3. „ნატალია კვანტალიანის სახელობის 300 არაგველის სისხლის ბანკი“ და 4. „ნატალია კვანტალიანის სახელობის ჰემატოლოგიის ინსტიტუტი.
გარდა ამისა, „ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის“ ფილიალები მოქმედებს: მეტროსადგურ „ახმეტელთან“; დიღომში, ე.წ. მიხაილოვის საავადმყოფოში და ქავთარაძის ქუჩაზე. მალე ფილიალი დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, სამტრედიაშიც გაიხსნება.

kvantaliani1
მოკლედ, ის, რომ „ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკი“ ბრენდია, ამას შემდეგი გარემოებებიც მოწმობს: 2010 წელს, როცა ნატალია კვანტალიანმა შეიძინა, დონორთა რაოდენობა 400-დან 500-მდე მერყეობდა. დღევანდელი სტატისტიკით კი, „ნატალია კვანტალიანის სისხლის ცენტრალური ბანკის“ დონორთა რაოდენობა 20 ათასზე მეტია. აქვე უნდა ითქვას, რომ დონორთა რაოდენობა ყოველ თვე რეკორდულად იზრდება. გარდა ამისა, „ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკიდან“ სისხლს სხვადასხვა კომპანია იაფად ყიდულობს და 115 ლარად ყიდის და ეს მაშინ, როცა „ნატალია კვატალიანის სისხლის ცენტრალურ ბანკში“, რომელიც საქართველოში სისხლის ყველაზე დიდი ბანკია, სისხლი 38-50 ლარი, სისხლის კომპონენტები _ 40, პლაზმა კი 30 ლარი ღირს. საერთოდ, საქართველოში სისხლის სულ 13 ბანკია. სტატისტიკის მიხედვით, აქედან ხარისხის მაჩვენებლითა და მეოთხე თაობის ტესტებით, პირველი ადგილი სწორედ „ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალურ ბანკს“ უკავია.
სწორედ ნატალია კვანტალიანის მიერ განხორციელებული 8 მილიონი ლარის ინვესტიციის შედეგია ისიც, რომ დონორის კვების კომპენსაციად, როცა სისხლი ძალიან ჭირს, 50 ლარიც გაიცემა (სტაბილურად, კვების კომპენსაცია 35 ლარია. სისხლის სხვა ბანკებში ეს ციფრი ბევრად ნაკლებია). ამასთან, „ნატალია კვატალიანის სახელობის სისხლის ცენტრალურ ბანკში“ დონორებისთვის სასადილოცაა ანუ დონორს შეუძლია, ცხელი კერძიც მიირთვას.
აღსანიშნავია, რომ 2015 წელს, „ნატალია კვანტალიანის სისხლის ცენტრალური ბანკის“ ბრუნვამ 2 მილიონს გადააჭარბა, ბიუჯეტში კი, მინიმუმ, 200 ათასამდე შეიტანა. 2010 წელს ანუ იმ დროს კი, როცა სახელმწიფომ ბანკი ღია აუქციონზე გასაყიდად გაიტანა, ორგანიზაციის ბრუნვა სულ რაღაც 300-400 ათასი იყო.
„ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის“ ერთ-ერთი მთავარი ღირსება კიდევ ისაა, რომ ვიწრო პროფილზე, ვთქვათ, მხოლოდ ლეიკემიაზე, ან რომელიმე სხვა მძიმე სენით დაავადებულებზე კი არა, ყველა შემთხვევაზეა ორიენტირებული, ვისაც სისხლი სჭირდება! „სისხლის ყველას!“ – ეს „ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალურ ბანკის“ დევიზია, სადაც ბიზნესმენ ნატალია კვანტალიანის მიერ განხორციელებული 8-მილიონიანი ინვესტიციის წყალობით, სისხლი მეოთხე თაობის მეთოდით მზადდება. ქართულ-ჰოლანდიურ ლაბორატორიას ISO-ც მინიჭებული აქვს, რაც იმის დასტურია, რომ „ნატალია კვანტალიანის სისხლის ცენტრალური ბანკის“ სისხლი ევროსტანდარტებს აკმაყოფილებს.
ამასთან, „ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალურ ბანკში“ ყველა დონორი უფასო კლინიკურ და ლაბორატორიულ შემოწმებას გადის, განესაზღვრება სისხლის ჯგუფი, რეზუსი, კელ-ფაქტორი, რეზუს ფენოტიპი და ჰემოგლობინი. ამასთან, დონორს უკეთდება სისხლის საერთო ანალიზი და სკრინინ კვლევები შემდეგ ინფექციებზე _ B და C ჰეპატიტი; აივ ინფექცია (შიდსი) და სიფილისი.
ბიზნესმენ ნატალია კვანტალიანის თქმით, სისხლის ბანკში კიდევ არაერთი სიახლის დანერგვას და შესაბამისად, ინვესტიციის დაბანდებას გეგმავს. ქვეყნის ეკონომიკის აღორძინება კი სწორედ ნატალია კვანტალიანის მსგავს პირნათელ და კეთილსინდისიერ ბიზნესმენებზე დგას!

banner
წინა სტატიაში(video)ლადა დენსის დაუჯერებელი გარდასახვა-ნანი ბრეგვაძე
შემდეგი სტატია(video) მიხეილ სააკაშვილი: მე ვფიქრობ, რომ არსენი “ტეტჩერი” უნდა გადადგეს