გეგელია – სენატორთა წერილი საბოლო განაჩენია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ სასამართლოზე, გნებავთ, სასაფლაოზე

სენატორთა წერილი საბოლო განაჩენია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ სასამართლოზე, გნებავთ, სასაფლაოზე, – ამის შესახებ „ლელოს“ საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

როგორც გეგელია აღნიშნავს, 14 ამერიკელი სენატორი ღიად ამბობს, რომ „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტი საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორებს მტრებად აცხადებს.

„ქართულმა ოცნებამ“ შეუძლებელი შეძლო, პირველად, ამერიკა-საქართველოს ისტორიაში, ვაშინგტონში ორპარტიული კონსენსუსი შედგა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ღიად ჩადგა რუსეთის სამსახურში, საკუთარ ერს გამოუცხადა ომი და გაცდა საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებს, რომ საქართველოს ხელისუფლება – ვციტირებ, „აქტიურად უთხრის ძირს საქართველოს ტრანსატლანტიკურ ამბიციებს“, რომ ვციტირებ – „რუსული სტილის კანონის მიღების შემთხვევაში ხელისუფლება ღია ომს უცხადებს სწორედ იმ პარტნიორებს, ვინც საქართველოს სუვერენულობის, ტერიტორიული მთლიანობის და განვითარების გარანტორია“ და რომელსაც კიდევ ერთხელ ვციტირებ – „ასობით მილიონი დოლარი აქვს ინვესტირებული საქართველოში“. 14 ამერიკელი სენატორი ღიად ამბობს, რომ ეს კანონპროექტი მტრებად აცხადებს საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან მოყვარეს, პარტნიორებს და რომ მისი მიღება ჯერ კიდევ არნახული სიმწვავის ზომებს გამოიწვევს. კერძოდ, პირველად, ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების ხანგრძლივ და მჭიდრო ურთიერთობებში, აშშ იძულებულ იქნება ურთიერთობებს გადახედოს საქართველოსთან, რაც შეიცვას პასუხისმგებელი პირების დასანქცირებას, ამერიკის ფინანსური დახმარების გადახედვას საქართველოსთვის, რაც თავის მხრივ, ნიშნავს, რომ საქართველო ასობით მილიონის ოდენობით კრიტიკულ დახმარებას დაკარგავს, რომელიც 30 წლის განმავლობაში მილიარდობით დახმარებას გულისხმობდა“, – განაცხადა გეგელიამ.

banner
წინა სტატიაშისამადაშვილი – სენატორების წერილი განგაშის ზარია
შემდეგი სტატიაშსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავა, მათგან 8 ნარკორეალიზატორია