ნარკოტიკების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღებისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქეს 14-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

“ბრალდებულის დროებით საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა 143,8862 გრ. „მდმა“ და 35,8556 გრ. „მეტამფეტამინი“.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 2023 წლის 29 ივნისს ბათუმში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა – შენახვა) და მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-7 ნაწილის „ა’’ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება) წარედგინა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვოლსკი საერთაშორისო საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა
შემდეგი სტატიაპირდაპირ გვეუბნებიან, რომ კანონს არ აღასრულებენ და მე მართლა მაინტერესებს, რა უშლით ხელს იმისთვის – დეკანოიძე