პირდაპირ გვეუბნებიან, რომ კანონს არ აღასრულებენ და მე მართლა მაინტერესებს, რა უშლით ხელს იმისთვის – დეკანოიძე

ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე ხელისუფლების გადაწყვეტილებას, საზრვარგარეთ საარცევნო უბნები არ დაამატოს, საკუთარი მოქალაქეების მიმართ “გულგრილობას” უწოდებს. ოპოზიციონერს არ ესმის, რატომ ვერ ახერხებს “ოცნება” საარჩევნო უბნების გაორმაგებას იმ ფონზე, როდესაც ეს ჯერ კიდევ 2018 წელს მოლდოვამ შეძლო.

პირდაპირ გვეუბნებიან, რომ კანონს არ აღასრულებენ და მე მართლა მაინტერესებს, რა უშლით ხელს იმისთვის, რომ ვთქვათ, გააორმაგონ ან გაასამმაგონ უბნების რაოდენობა თუ ეს მოლდოვამ შეძლო 2018 წელს. ეს არის პირველადი გულგრილობა და ძალიან მძიმე დამოკიდებულება საქართველოს მოქალაქეების მიმართ, – ამბობს ხატია დეკანოიძე.

“ქართული ოცნება” ემიგრანტებს არცევნებში ხმის მიცემის უფლებას ართმევს. ივანიშვილის პარტიაში დღეს პირველად აღიარეს, რომ კანონი ვერ აღსრულდება და საზღვარგარეთ საარჩევნო უბნებს ვერ გახსნიან. მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ 50 მოქალაქისთვის საარჩვენო უბნის გახსნა ვერ მოახერხდება და მსგავსი პრეცედენტი არცერთ ქვეყანაში არ ყოფილა.

banner
წინა სტატიაშინარკოტიკების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღებისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქეს 14-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
შემდეგი სტატიაევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ეროვნულმა პარლამენტებმა მიიღეს დოკუმენტი, რომელშიც კიდევ ერთხელ არის გამოხატული საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისადმი მხარდაჭერა