ბრიტანეთში კორნუელის სანაპიროდან კენჭის აღებისთვის ჯარიმა შემოიღეს

ბრიტანელს ასობით კილომეტრის გავლამ მოუწია იმის გამო, რომ კორნუელის საგრაფოში, სადაც ის ისვენებდა, კენჭები დაებრუნებინა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდა მოუწევდა, რომელიც 1000 ფუნტი სტერლინგია. ცნობილია, რომ ადგილობრივმა მთავრობამ მას ამის შესახებ უკვე საკუთარ სახლში ყოფნისას შეატყობინეს, მაგრამ როგორ მიაგნეს “სანაპიროდან კენჭების მომპარავს”, არ ზუსტდება.

ბუხტა კრეგინგტონ ჰევენი, სადაც დაჯარიმებული პირი ისვენებდა, კორნუოლის ერთ-ერთი ლამაზი ადგილია. ათასობით ტურისტს მიაქვს ამ ადგილიდან სამახსოვრო კენჭები. ადგილობრივი საბჭო, რომელსაც 57 სანაპირო ეკუთვნის, განგაშს ტეხს. ისინი ირწმუნებიან, რომ კენჭების წაღების პრაქტიკა სანაპიროს ეკოლოგიას საშიშროებას უქმნის. საგრაფოს სურვილი, კენჭების წაღების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, სხვადასხვა მიზეზით გასაგებია, მაგრამ ამას ისინი ძალიან აგრესიული ფორმით აკეთებენ – ტურისტები თვლიან. მაგალითად, ივლისის ბოლოს მთელს სანაპიროზე გამაფრთხილებელი ნიშნები იქნა დადგმული ძალიან მკაცრი ფორმულირებით. ნეგატიური გამოხმაურებების გამო მიმდინარე კვირას სანაპიროდან უკვე სამი აბრა ჩამოხსნეს – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშინარკომოვაჭრეებმა არიზონადან მექსიკაში გვირაბი გაიყვანეს
შემდეგი სტატიაის ამერიკული მედიის ანონიმური წყარო იყო, ამიტომ ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს