ექსკლუზივი-ნანუკა ჟორჟოლიანი ერეკლე კოდუას შესაძლო დაქორწინებაზე პირველ კომენტარს აკეთებს

ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებსმას შემდეგ, რაც სოდ-ის ყოფილი უფროსის, ერეკლე კოდუას შესაძლო დაქორწინების შესახებ ინფორმაცია გავავრცელეთ, „თაიმერი“ ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანს დაუკავშირდა, რომელმაც დაადასტურა, რომ მისი ყოფილი მეუღლე უკრაინელი წარმოშობის გოგონასთან ერთად ცხოვრობს.
„როგორც ვიცი, ირაკლი ამ გოგოსთან ერთად ცხოვრობს. ყოველ შემთხვევაში, დამიდასტურა და ეს ამბავიც მისგან ვიცი. რაც შეეხება ცოლის მოყვანას, ჯერ არ ჩქარობს (იცინის), მაგრამ ამ გოგსთან ერთადაა,“ – განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.
„თაიმერის“ შეკითხვაზე, ჰქონდა თუ არა ერეკლე კოდუასთან სატელეფონო კავშირი, ნანუკამ აღნიშნა:
„დიახ, მქონდა. „თაიმერის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია „ჩავუგდე“ და დამიდასტურა, მაგრამ ცოლის მოყვანას ჯერ არ ჩაქორბს, ამის განწყობა ჯერ არ აქვს. ჩემი პოზიცია ძალიან მარტივია: შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ჩემი ოჯახი ამ გოგომ დაანგრია. არავითარ შემთხვევაში! ჯერ ოჯახი ინგრევა და მერე მესამე ჩნდება. ჩემი და ირაკლის ოჯახი, ალბათ, იმიტომ დაინგრა, რომ ურთიერთობაში ბზარი იყო, სხვანაირად არ ხდება. საერთოდ, ოჯახის დანგრევა მესამეს ბრალი არასოდესაა და ეს ტყუილია. დანარჩენი ირაკლის პირადი ცხოვრებაა და ეს უკვე მე არ მეხება. ახლა, რომ გითხრათ, წარმატებებს ვუსურვებ-თქო, გულწრფელი არ ვიქნები და ეს ჩემგან დიდი ტყუილი იქნება, თუმცა ირაკლი საბას მამაა და მინდა, რომ კარგად იყოს.“

 

 

ექსკლუზივი: “თაიმერი”

ექსკლუზივი-გოგო რომლის გამოც ერეკლე კოდუამ ნანუკა ჟორჟოლიანი მიატოვა

 

banner
წინა სტატიაში(video+foto) რომში ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის წარმომადგენლობა გაიხსნა
შემდეგი სტატია(video)”იბიარდი”, “ფრიდონ ჰაუსი” – რა დარჩა დაშლილი კოალიციიდან?