(video+foto) რომში ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის წარმომადგენლობა გაიხსნა

რუსეთის მასმედიის ცნობით, რომში გაიხსნა ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის წარმომადგენლობა. მისმა ხელმძღვანელმა მაურიო მურჯამ აღნიშნა, რომ წარმომადგენლობის გახსნასთან დაკავშირებით მუშაობა 4 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. მისი დანიშნულებაა იტალიასთან კულტურული ურთიეთობების დამყარება, რაც ხელს შეუწყობს სამხრეთ ოსეთის საერთაშორისო აღიარებას.

შეგახსენებთ, გასულ პარასკევს იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება, რომლის თანახმად იტალია არ სცნობს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და, შესაბამისად, რომში მის წარმომადგენლობას ოფიციალური სტატუსი არ გააჩნია.

 

 

 

https://youtu.be/apC6Rkt5jGY

banner
წინა სტატიაში(ექსკლუზივი) შსს-მ ჭალადიდში სპეცოპერაცია ჩაატარა
შემდეგი სტატიაექსკლუზივი-ნანუკა ჟორჟოლიანი ერეკლე კოდუას შესაძლო დაქორწინებაზე პირველ კომენტარს აკეთებს