ნახვამდის, ქემალ, – ასე მიმართა თურქეთის პრეზიდენტმა ქემალ ქილიჩდაროღლუს

ნახვამდის, ქემალ, – ასე მიმართა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნებში თავის მთავარ მოწინააღმდეგეს, ოპოზიციონერ კანდიდატს, ქემალ ქილიჩდაროღლუს.

„ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით ქემალ ქილიჩდაროღლუს, რომ უპასუხოს შედეგებს, რომლებიც მხოლოდ ერთი მიმართულებით მიდის“, – აღნიშნა ერდოღანმა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის განმარტებით, „შედეგები მისი მმართველობის მომდევნო ხუთი წლისკენ მიდის“.

„ერთადერთი გამარჯვებული არის თურქეთი“, – მიმართა ედროღანმა მხარდამჭერებს სტამბოლში.

თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიდერობს.

banner
წინა სტატიაშიჩერვატი ამბობს, რომ უკრაინის საპასუხო დარტყმების შედეგად, ადგილზე 80 ოკუპანტი მოკლეს, 99 კი დაშავდა
შემდეგი სტატიასაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რეჯეფ თაიფ ერდოღანს არჩევნების შედეგებს ულოცავს.