ჩერვატი ამბობს, რომ უკრაინის საპასუხო დარტყმების შედეგად, ადგილზე 80 ოკუპანტი მოკლეს, 99 კი დაშავდა

უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ დაჯგუფების სპიკერის სერჰი ჩერევატის ინფორმაციით,
რუსული ჯარები ბახმუტთან უკრაინული ძალების პოზიციების დაბომბვას აგრძელებენ, თუმცა, გასული დღის განმავლობაში, იქ მხოლოდ ერთი სამხედრო შეტაკება მოხდა.

ჩერვატი ამბობს, რომ უკრაინის საპასუხო დარტყმების შედეგად, ადგილზე 80 ოკუპანტი მოკლეს, 99 კი დაშავდა.

„ბახმუტის მიმართულებით ოკუპანტებმა სხვადასხვა იარაღიდან 250-ჯერ გაუხსნეს ცეცხლი. ჩვენმა ძალებმაც საპასუხო დარტყმები განახორციელეს. შედეგად 80 ოკუპანტი იქნა ლიკვიდირებული, 99 დაშავდა, ერთი რუსი ჯარისკაცი კი ტყვედ აიყვანეს. განადგურდა სამი თვითმავალი ჰაუბიცა, ერთი ელექტრონული საბრძოლო სისტემა და ერთი საბრძოლო მასალის საცავი“, – განაცხადა ჩერევატიმ.

banner
წინა სტატიაშიერთ რამეს ვაღიარებ, „ქართულ ოცნებაში“ რომ ნგრევის და რღვევის პროცესი დაწყებულია, ეს კი, ნამდვილად „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალია – ბოტკოველი
შემდეგი სტატიანახვამდის, ქემალ, – ასე მიმართა თურქეთის პრეზიდენტმა ქემალ ქილიჩდაროღლუს