„ნადირის ტყავის ნაადრევი გაყოფა, რომელიც ჯერ არავის მოუკლავს, სერიოზულ შთაბეჭდილებას არ ტოვებს”

http://socialnetwork.ge/ka/interview/text/politics/79-archevnebis-meore-dghes-prezidentis-sitkhvas-gadamtskhveti-pasi-eqneba

მთავრობაში შესაძლო საკადრო გადაადგილებასა და მთავრობის ოპტიმიზაციაზე ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა ისაუბრა.

გია ხუხაშვილის განცხადებით, პრემიერმინისტრი არ უნდა აკეთებდეს განცხადებას წინასწარ, რომ ის ეკონომიკურ ბლოკს არ შეეხება, მისივე თქმით, ჯერ ისიც კი არ არის საბოლოოდ გადაწყვეტილი, ვინ იქნება პრემიერი. გია ხუხაშვილის განცხადებით, „პრემიერი დღეს არის ჰაერში“.

„წინასწარ იმპერატიული განცხადებები, ნადირის ტყავის ნაადრევი გაყოფა, რომელიც ჯერ არავის მოუკლავს, სერიოზულ შთაბეჭდილებას არ ტოვებს,“- განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ხუხაშვილის თქმით, ზოგიერთი სამინისტრო გამოგონილია.

banner
წინა სტატიაშიკოჯორსა და კიკეთში მოსახლეობისთვის შეშის დარიგება გრძელდება
შემდეგი სტატიაგია ხუხაშვილი: ლარს დედა არ ჰყავს