გია ხუხაშვილი: ლარს დედა არ ჰყავს

რესპუბლიკელებს აქვთ განცდა ტორტის მირიგი ნაჭერი მიიღონ

საქართველოს ეროვნული ვალუტა 192 ერთეულით გაუფასურდა. ფაქტს ექსპერტი გია ხუხაშვილი აფასებს და აცხადებს, რომ ეროვნულ ვალუტას დედა არ ჰყავს და არც არასდროს ყოლია.

“ლარს მოზდის ის რაც ემართებოდა ხშირად. ლარის სტაბილურობის სისტემური ფაქტორი უბრალოდ არ არსებობს. ჩვენ არ გვაქვს საკუთარი ეკონომიკა. იმპორტ-ექსპორტის სალდო კატასტროფული. სანამ ეს ყველაფერი არ დაბალანსდება და არ გვექნება ეკონომიკის რეალური სექტორი, ჩვენი ექსპორტი და ინპორტი ადეკვატური არ იქნება, დეფიციტი მოთხოვნა მიწოდებაში ყოველთვის იარსებებს. ზაფხულში ლარის ვარდნა გაჩერდა, რადგან ტურისტებმა უცხოური ვალუტა დახარჯეს და შესაბამისად ბირჟა დაბალანსდა, წავიდნენ ტურისტები და დოლარმა ისევ ზრდა დაიწყო. როცა ასეთი ფაქტორები ზემოქმედებს ვალუტაზე, ასეთ ვალუტას დედა არ ჰყავს. ლარს დედა არ ჰყავს და სინამდვილეში არც არასდროს ჰყოლია”- ამბობს გია ხუხაშვილი.

banner
წინა სტატიაში„ნადირის ტყავის ნაადრევი გაყოფა, რომელიც ჯერ არავის მოუკლავს, სერიოზულ შთაბეჭდილებას არ ტოვებს”
შემდეგი სტატიათავდაცვის სამინისტროს ცნობით, უწყების წარმომადგენლებმა რომან შენგელიას კითხვებზე ამომწურავი პასუხები გასცეს