ნადეჟდა სავჩენკო: უკრაინელი სამხედროები გადატრიალების მოწყობას აპირებენ

უკრაინული რადას სკანდალურად ცნობილმა დეპუტატმა – ნადეჟდა სავჩენკომ, უკრაინულ მედიასთან განაცხადა, რომ უკრაინელის სამხედროები გადატრიალების მოწყობას აპირებენ.

სავჩენკოს აზრით, უკრაინის სამხედრო ძალებში მრავლად არიან მოსამსახურეები, რომლებიც მზად არიან დაამხონ მოქმედი ხელისუფლება.

,,ძალოვნები საქმის ხალხი არიან, თუმცა საქმეზე  ცოტა ლაპარაკობენ, ხშირად ხუმრობენ, ანეკდოტებს ამბობენ, მაგრამ მათ მოთმინებას აქვს საზღვარი,, -აცხადებს სავჩენკო.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღით ადრე, უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ნადეჟდა სავჩენკო რადას შენობაში ტერაქტის მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა. იური ლუცენკოს განცხადებით, სავჩენკოს რადის შენობაში სამთავრობო და წარმომადგენლობითი ხელისუფლების ორი ლოჟა უნდა გაენადგურებინა. ნაღმმტყორცნებით უნდა ჩამოენგრია რადას შენობის გუმბათი, გადარჩენილები კი ავტომატის ჯერით უნდა დაეცხრილა. ლუცენკომ სავჩენკოს დაპატიმრებაზე თანხმობაც კი ითხოვა საკანონმდებლო ორგანოდან. ამ ბრალდებების საპასუხოდ სავჩენკომ განაცხადა, რომ ლუცენკოს ,,სახურავი დაუცურდა,,

banner
წინა სტატიაშიან ის კანონიერად იქნება გათავისუფლებული, ან ჩვენ დავიწყებთ დეკანოზი მამალაძის მიერ მოკვლეული ინფორმაციის გასაჯაროებას – ნიკა გვარამია
შემდეგი სტატიარუსეთმა ბრიტანეთის საპასუხო სანქციები გამოაცხადა