რუსეთმა ბრიტანეთის საპასუხო სანქციები გამოაცხადა

ბრიტანეთის მიერ რუსი დიპლომატების გამოძევებას, რომელიც სოლსბერიში რუსი ექსჯაშუშის ქიმიური იარაღით მოწამვლის საქმეში რუსეთის დადანაშაულებას მოჰყვა, რუსეთმა საპასუხო ზომებით უპასუხა. რუსეთის საგარეო უწყებამ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა 23 ბრიტანელი დეპუტატი და მათ ერთკვირიანი ვადა მისცა ქვეყნის დასატოვებლად. ამასთანავე, რუსეთს უკან მიაქვს თავისი თანხმობა სანკქტ-პეტერბურგში საკონსულოს ფუნქციონირებაზე და აჩერებს ქვეყნის ტერიტორიაზე ბრიტანული საბჭოს ფუნქციონირებასაც. ,,რუსეთი იტოვებს უფლებას დამატებითი ზომების მიღებაზე,თუ ბრიტანეთის მხრიდან მტრული ნაბიჯების გადაგმა გაგრძელდება,,- აცხადებს ლავროვის უწყება.

banner
წინა სტატიაშინადეჟდა სავჩენკო: უკრაინელი სამხედროები გადატრიალების მოწყობას აპირებენ
შემდეგი სტატიაპუტინის აუსრულებელი დაპირება, აბსურდულ განკარგულებაში გადაიზარდა