“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ გიორგი გაბუნიას სოლიდარობა გამოუცხადა

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ გიორგი გაბუნიას და ტელეკომპანიის ყველა ჟურნალისტს სოლიდარობა გამოუცხადა.

ქუთაისში გამართულ ბრიფინგზე გრიგოლ ვაშაძემ საქართველოს ხელისუფლებას რამდენიმე მოთხოვნით მიმართა:

მაქსიმალურად სწრაფად გასაჯაროვდეს გიორგი გაბუნიას დაგეგმილ ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია;
დადგინდეს არა მხოლოდ შემსრულებლები, არამედ დამკვეთებიც;
ხელისუფლებამ ფაქტთან დაკავშირებით დააფიქსიროს მკვეთრი პოზიცია.

გიორგი ვაშაძის განცხადებითვე, გამოძიებაში ქართულმა მხარემ მოკავშირე ქვეყნების შესაბამისი უწყებები უნდა ჩართოს.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი : სუს-მა გამოავლინა ისეთი ბოროტი განზრახვა, რომელიც საქართველოში გარკვეული დესტაბილიზაციის წინაპირობა შეიძლება გამხდარიყო
შემდეგი სტატიაეკა გიგაური: პუტინის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ფაქტიურად სიცოცხლესაც შეიძლება გამოესალმო