ეკა გიგაური: პუტინის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ფაქტიურად სიცოცხლესაც შეიძლება გამოესალმო

ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მკვლელობისთვის დაქირავებული ჩეჩენი პიროვნების დაკავებას უფლებადამცველები ეხმიანებისნ. გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთის დაკავებული მოქალაქე შესაძლოა ამ დანაშაულის მონაწილე ერთადერთი პირი არ იყოს, უფლებადამცველები შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან სრულფასოვანი გამოძიების ჩატარებას და ყველა მონაწილე პირის კვალზე გასვლას ითხოვენ.

მათი განცხადებით, სკითხი ქვეყნის უსაფრთხოებას უკავშირდება და სუს-მა განმარტება უნდა გააკეთოს, როგორ მოხდა ამ მოქალაქის საქართველოში შემოსვლა.

„ცნობილი ფაქტის, რომ პუტინის შეურაცხყოფა არ შეიძლება, მაგრამ ეს აქამდე ვრცელდებოდა მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებზე და რუსეთის ტერიტორიებზე. დღეს ისინი სხვა ქვეყნის ტერიტორიებზე გადმოვიდნენ და პუტინის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ფაქტიურად სიცოცხლესაც შეიძლება გამოესალმო. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა დღეს მთავრობაზე, რომ ეს ფაქტი ეფექტურად გამოიძიოს,“- აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ თავმჯდომარე ეკა გიგაური.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ გიორგი გაბუნიას სოლიდარობა გამოუცხადა
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის მხარდაჭერით ტურიზმისა და მასპინძლობის მე-5 კონფერენცია ონლაინ რეჟიმში გაიმართა