„ნაციონალური მოძრაობის“ სიით არჩეულმა ექვსმა დეპუტატმა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს უფლებამოსილების შეწყვეტაზე ოფიციალური განცხადებით მიმართა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 21, 2020 13:57

„ნაციონალური მოძრაობის“ სიით არჩეულმა ექვსმა დეპუტატმა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს უფლებამოსილების შეწყვეტაზე ოფიციალური განცხადებით მიმართა

მნიშვნელოვანი

  • „ნაციონალური მოძრაობის“ სიით არჩეულმა ექვსმა დეპუტატმა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს უფლებამოსილების შეწყვეტაზე ოფიციალური განცხადებით მიმართა

სხვა სტატიები

„ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით აჭარის უმაღლეს საბჭოში არჩეული შვიდი დეპუტატიდან ექვსმა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს დღეს ოფიციალური განცხადებით მიმართა.

პარტიული სიიდან უმაღლეს საბჭოში შესვლის გადაწყვეტილება დეპუტატმა ირაკლი ჩავლეიშვილმა მიიღო.

ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, რომ ვადამდელი არჩევნებისთვის ბრძოლას უმაღლესი საბჭოს მიღმა გააგრძელებენ.

„ეს არის ერთპარტიული უმაღლესი საბჭო, ჩვენ ჩვენი შესვლით არ მივცემთ ლეგიტიმაციას გაყალბებული არჩევნებით მოსულ უმაღლეს საბჭოს. სამწუხარო ისაა, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ვერ ხედავენ პრობლემას იმაში, რომ მარტო დარჩნენ. რაც არ უნდა აპელირებდნენ იმით, რომ ჩავლეიშვილი უმაღლეს საბჭოში შევიდა, ისინი მაინც ერთპარტიულ რეჟიმში რჩებიან. აბა, დამისახელონ, რომელ პარტიაშია ჩავლეიშვილი, ის არის „ოცნების“ ჩვეულებრივი მე-15 დეპუტატი“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი კირთაძემ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 21, 2020 13:57

Google სტატისტიკა


5,105
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics