კობახიძე: ოპოზიციას არ ააქვს  არავითარი მანევრი, ჩვენ გვაქვს უამრავი მანევრი

“ოპოზიციას არ ააქვს  არავითარი მანევრი, ჩვენ გვაქვს უამრავი მანევრი. ჭადრაკის ენით რომ ვისაუბროთ, მათ ორი სვლა აქვთ, ერთი არის მათთვის ცუდი და მეორე უარესი. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი სვლა და ყველა არის კარგი არა მარტო ქართული ოცნებისთვის, არამედ ქვეყნისთვის და მისი სტაბილურობისთვის.

ჩვენ გვაქვს რამდენიმე პოლიტიკურ-სამართლებრივი სვლა – რამდენიმე ვარიანტი, მანევრი, რაზეც შეგვიძლია ვიმსჯელოთ, ეს ყველაფერი იმის გარანტიას ქმნის, რომ პარლამენტი არც ერთ შეთხვევაში არ იქნება არც ერთპარტიული და არც ორპარტიული. იქნება მრავალპარტიული. მანევრები გვაქვს, რაზეც ღიად ვერ ვისაუბრებ”- აცხადებს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე პალიტრანიუსთან ინტერვიუში.

banner
წინა სტატიაში„ნაციონალური მოძრაობის“ სიით არჩეულმა ექვსმა დეპუტატმა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს უფლებამოსილების შეწყვეტაზე ოფიციალური განცხადებით მიმართა
შემდეგი სტატიათენგიზ ცერცვაძე: არ ვიცი “რემდესივირმა” მოახდინა ეს პატარა სასწაული თუ ორგანიზმისა და ვირუსის თავისებურებით იყო განპირობებული