ირაკლი კობახიძე: მთელი ოპოზიცია დაიშალა – ჩემი წვლილიც არის ამაში

“ოპოზიციის გაღიზიანება მეტყველებს იმაზე, რომ ჩემს კონკრეტულ ქმედებებს აქვს ეფექტი. ის, რომ 3 მთელი რაღაც პროცენტი აიღო ევროპულმა საქართველომ, ის, რომ ნაცმოძრაობამ ვერ მოახერხა ძალაუფლებაში და ბრუნება და, პრაქტიკულად, დაიშალა პარტია, იქ თავმჯდომარე ცალკე მისი, იქ ერთმანეთს ლანძღავენ და აგინებენ…

მთელი ოპოზიცია დაიშალა, ეს არის ჯანსაღი პროცესი. ჩემი წვლილი არის გარკვეული ამაში და, მე მგონი, ეს აღიზიანებთ მათ. რა თქმა უნდა, ჩემ თავზე ყველაფერს ვერ მივიწერ, მაგრამ ჩემი პატარა წვლილიც არის ამ ყველაფერში.

დაშლილი გირჩი აღიზიანებთ, დაშლილი ევროპული საქართველო აღიზიანებთ, დაშლილი ნაცმოძრაობა აღიზიანებთ. ყველაფერი ხელში შემოშლილი აქვთ, შესაბამისად, ჩანს, რომ პატარა წვლილი, რაც მე შევიტანე პროცესში, იმას თავისი ეფექტი ჰქონდა”-აცხადებს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე პალიტრანიუსთან ინტერვიუში.

banner
წინა სტატიაშიდავით კირკიტაძე – „ქართული ოცნება“ იღებს ისეთ კანონპოროექტებს, რომლებიც არა მოქალაქეს, არამედ მათი ხელისუფლების შენარჩუნებას ემსახურება
შემდეგი სტატია„ნაციონალური მოძრაობის“ სიით არჩეულმა ექვსმა დეპუტატმა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს უფლებამოსილების შეწყვეტაზე ოფიციალური განცხადებით მიმართა