ზაზა პაპუაშვილი: ვერავინ დავდებთ პირობას, შეურაცხყოფის შემთხვევაში, ვინ როგორ მოვიქცეოდით

წადით ბრძოლის წინა ხაზზე, დაიღუპეთ გმირულად, უკრაინელი ხალხი გმირად გაღიარებთ და მთელი საქართველო დაისვენებს–ზაზა პაპუაშვილი

პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე კორცხელში მომხდარი დაპირისპირება მთავრი თემაა. უმრავლესობის დეპუტატი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი ზაზა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ კორცხელის ინციდენტზე გამოძიება ცალმხრივი არ უნდა იყოს, უნდა გაიშიფროს კადრები და დადგინდეს მიზეზი რატომ მოხდა ის, რაც მოხდა:

„ვინც 26 მაისის მონაწილე ვართ გვახსოვს, რა შავბნელი დილა გაუთენდა ქვეყანას „ნაციონალურ ბოლშევიკურმა მოძრაობამ“ და აქედან გაქცეულმა სხვა ქვეყნის მოქალაქემ. ყველას ახსოვს, როგორ გადაწმინდეს პროსპექტი და როგორ იძახდნენ, „მიშა მიშას“ და ამბობდნენ, ჩვენ ვართ ყველაზე ძლიერიო. რომელი ერთი ჩამოვთვალო, აქ გამყალბებელთა ჯგუფი ზის და მათ იმისთვის ვიტანთ, რომ ქვეყანა არ ჩამოინგრეს. საზოგადოების სახელით ლაპარაკობენ და უნდათ, ხალხი დაარწმუნონ, რომ შეცდომები გამოვიტანეთ და უარესად უნდა გაგხედნოთო. ლამის მათხოვრობენ, რომ ხალხი შარში გახვიონ და ვიღაცას უთხრან, ნახეთ, როგორ გვდევნიანო. დიახ, გამოძიება ცალმხრივი არ უნდა იყოს და მიზეზი დადგინდეს, ეს რატომ მოხდა?! ეს ისე არ ხდება. ვერავინ დავდებთ პირობას, რომ შეურაცხყოფის შემთხვევაში, ვინ როგორ მოვიქცეოდით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი პოლიციაში დაიბარეს
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობა” საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს